GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს გასვლითი შეხვედრა

2016 წლის, 6-8 ივნისს, 2016  სასტუმრო ”ლოპოტაში” გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს გასვლითი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.

 

გასვლით შეხვედრაზე რელიგიათა საბჭო  შეთანხმდა სახელმწიფო უწყებებისადმი წარსადგენი  რეკომენდაციების საბოლოო რედაქციაზე. უახლოეს მომავალში საბჭო ამ რეკომენდაციების სხვადასხვა სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისადმი  წარდგენას დაიწყებს.

 

გასვლით შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ასევე იმუშავეს რელიგიათა საბჭოს განახლებულ წესდებაზე და მოისმინეს საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის (რუსუდან გოცირიძე, ლელა ხონელიძე, გიორგი ცხომელიძე, ტარიელ ნაკაიძე, ბორის ჭარაია) საანგარიშო მოხსენება აჭარაში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე.

 

ღონისძიება ორგანიზებული იყო  სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group