GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა ქვემო ქართლის გუბერნატორთან

2016 წლის 30 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა ქვემო ქართლში  სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან, პაატა ხიზანაშვილთან. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.

 

ქვემო ქართლის გუბერნატორმა ისაუბრა, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობებსა და პროგრამებზე. მან ხაზი განსაკუთრებით გაუსვა ღიაობის პოლიტიკას, რაც მისი მოსაზრებით, მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობასა და პრობლემების მოგვარების მეტ შესაძლებლობას იწვევს.

 

 სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორმა, კობა ჩოფლიანმა და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელმა, ზაურ ხალილოვმა წარმოადგინეს მოხსენებები ქვემო ქართლში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

 

კობა ჩოფლიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონში მედიისა და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე და ასევე წინაასაარჩევნოდ თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

 

ზაურ ხალილოვმა ისაურა იმ დამაბრკოლებელ ფაქტორებზე, რომელიც რეგიონის მეტ განვითარებას უქმნის ბარიერებს; მისი მოსაზრებით ეს არის სუსტი დეცენტრალიზაციის პოლიტიკა და, უსაფრთხოების მოტივით, ბიურიკრატიული ბარიერების შექმნა ინვერსტორებისათვის.

 

მოხსენებების შემდეგ გამართული დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის (ქვემო ქართლის რეგიონაში მომლოდინეთა სიაშო 8000 ზე მეტი ბავშვია), წალკელ ბერძენთა საკუთრებისა და სარწყავი წყლით მომარაგების პრობლემებს. გუბერნატორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლოს წლებში 1,3 -ით გაიზარდა სარწყავი ინფრასტრუქტურის სიგრძე, თუმცა ეს მოსახლეობის სარწყავით უზრუნველყოფის პრობლემას სრულად ვერ აგვარებს.

 

შეხვედრა შეაჯამა საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა და გამოთქვა სურვილი მსგავის შეხვედრების რეგულარულ რეჟიმში მოწყობისა.

 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველი, ტოლერანტობის ცენტრი, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA).

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group