GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა

2016 წლის 13 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო უწყებებისადმი წარსადგენი რეკომენდაციების შემუშავების თაობაზე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე, სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის თავჯდომარე თათული თოდუა და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე რელიგიათა საბჭოს წევრებმა, დარგის ექსპერტებთან - თამთა მიქელაძესთან, თამარ კინწურაშვილთან და სოფიო ზვიადაძესთან ერთად, განიხილეს რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც შემდეგ პრობლემატურ საკითხებს შეეხება: შეუწყნარებლობით მოტივირებული ძალადობის არაეფექტური გამოძიება, არაეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა,   საგადასახაო უთანასწორობა, ტოლერანტობის კულტურის დაბალი ხარისხი განათლების სისტემაში, საკულტო ნაგებობების დაბრუნებისა და მოვლა-პატრონობის საკითხი, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ბარიერები და მედიასთან დაკავშირებული საკითხები.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group