GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველი ასურელ თანამოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს

1 აპრილს ასურელები ახალი წლის დღესასწაულს, აკიტუ - ხა ბ-ნისანს აღნიშნავენ. 2016 წლის პირველ აპრილს, მათი კალენდრის მიხედვით, 6766 წელი დადგა.

 

ეს დღესასწაული სათავეს  შუამდინარული ტრადიციებიდან იღებს და ორ მითს, სამყაროს შექმნისა და ნაყოფიერების ქალღმერთ იშტარისა და მწყემსი თამუზის სიყვარულის ამბავს უკავშირდება. ამ დღეს ასურელები გაზაფხულის დადგომას, ბუნებისა და სიცოცხლის განახლებას ზეიმობენ; ერთად იკრიბებიან და დღესასწაულს ნაციონალური სიმღერებითა და ცეკვით აღნიშნავენ.

 

საქართველოს სახალხო დამცველი ბედნიერ, მშვიდობიან და კეთილდღეობით აღსავსე  წელს უსურვებს საქართველოში მცხოვრებ ასურელ თემს.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

მუსლიმური, 25 ივნისი

რამაზან ბაირამი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group