GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ამონარიდები ევროპის საბჭოს მოხსენებიდან საქართველოს შესახებ - ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებები

ბოლო ხუთი წლის მანძილზე, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კუთხით: საქართველომ მიიღო ახალი კანონები და პოლიტიკის დოკუმენტები თანასწორობისა და ინტეგრაციის ხელშესაწყობად და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად; საქართველო აგრძელებს მედია და კულტურული აქტივობების მხარდაჭერას უმცირესობათა ენაზე და ხელს უწყობს უმცირესობათა მონაწილოებას საზოგოებრივ ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, ეროვნულ უმცირესობათა მარგინალიზაცია ისევ სახეზეა, ენობრივი ბარიერები ისევ არსებობს, სკოლებში უმცირესობათა ენაზე სწავლების ხარისხი დაბალია, სიძულვილის ენა და ინტერ-რელიგიური დაძაბულობა კი იზრდება.

 

2009 წელს ჩატარებული მონიტორინგის პირველი ციკლის შემდეგ, ევროსაბჭოს კომიტეტი მიუთითებს ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის განახლებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე, რომელიც 2014 წელს იქნა მიღებული; კანონი სახელმწიფო ენის შესახებ შეიცავს უმცირესობათა ენის გამოყენების გარანტიებს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, დანაშაულის ჩადენისას გამოვლენილი რასისტული მოტივები, დანაშაულის დამძიმებას იწვევს.

 

მიუხედავად ამისა, კომიტეტი აღნიშნავს, რომ მართალია, სწავლა უმცირესობათა ენაზე (სომხური, აზერბაიჯანული, რუსული) ხორციელდება 300 სკოლაში, სწავლების ხარისხი ამ სკოლებში საშუალოზე დაბალია, ადეკვატური სტანდარტები და სასწავლო მასალები ჯერ კიდევ გასავითარებელია, ხოლო ბილინგვური სასწავლო მასალა ჯერ კიდევ მწირი.

 

მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობათა შორის ქართული ენის ცოდნის დონე გაუმჯობესდა, ენობრივი ბარიერები ისევ არსებობს და ხელს უშლის მნიშვნელოვანი უფლებების დაკმაყოფილებას, განსაკუთრებით უფროსი თაობის უმცირესობათა წარმომადგენებში. ეს იწვევს  ეროვნულ უმცირესობათა იდენტობებსა და კულტურებში მარგინალიზაციის ზოგად შეგრძნებას და ხელს უშლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებას. სხვა პრობლემურ საკითხებს შორის ევროსაბჭოს ექსპერტებმა გამოყვეს საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა შესახებ დაბალი ცნობიერება, ამ მიმართულებით თანმიმდევრული სამთავრობო პოლიტიკის არსებობის ნაკლებობა და უმცირესობათა ენაზე გადაცემების დაბალი ხარისხი. მიუხედავად სხვადასხვა დონეზე გაწეული მცდელობებისა, ეროვნულ უმცირესობათა ჩართულობა საზოგადოებრივ საქმეებში დისპროპორციულად დაბალია, განსაკუთრებით ცენტრალურ დონეზე.

 

მოხსენებაში ნათქვამია, რომ „რამდენადაც ინტერ-ეთნიკური ურთიერთობები ზოგადად კარგი კოოპერაციითა და დიალოგით ხასიათდება, ინტერ-რელიგიური დაძაბულობისა და კონფლიქტის ინციდენტები მატულობს გარკვეულ რეგიონებში.“ მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მისამართით იმატა სიძულვილის ენამ, რასაც არ ახლავს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება. სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის დასრულებული გამოძიების  ძალიან მცირე რიცხვი და ძალადობის ფაქტები მიანიშნებს, რომ გაბატონებული რელიგია ხელს უშლის ნდობის ჩამოყალიბებას პოლიციისადმი, რაც ზრდის უკმაყოფილებას რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებში.

 

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ სკოლაში მართლმადიდებლური რელიგიური რიტუალების ჩატარებამ, რომელსაც ხშირად თან ერთვის სკოლის მასწავლებელთა და ადმინისტრაციის არატოლერანტული დამოკიდებულება სხვადასხვა რწმენის მქონე ეთნიკურ უმცირესობებისადმი, შეიძლება გამოიწვიოს ამ მოსწავლეთა დამცირება და გაუცხოება. აღსანიშნავია, ისიც, რომ ეს ყოველივე ეწინააღმდეგება კანონს განათლების შესახებ, რომელიც სკოლას ნეიტრალურ სივრცედ განსაზღვრავს, სადაც ინდოქტრინაცია და ძალადობრივი ასიმილაცია აკრალულია.

 

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, მრჩეველთა საბჭო იმეორებს თავის მოწოდებას ყველა ჩართული და დაინტერესებული მხარის მიმართ, გამოიჩინონ დამოკიდებულება, რომელიც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მოპყრობას ყველა უმცირესობისადმი.

 

2005 წელს საქართველომ ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კონვენციას ხელი მოაწერა და მისი რატიფიცირება მოახდინა, იგი ძალაში 2006 წლის აპრილს შევიდა.

 

ეს არის ევრო-საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის ( FCNM) მრჩეველთა საბჭოს მოხსენების ძირითადი მიგნებები, რომელიც გამოქვეყნდა 2016 წლის 15 იანვარს, საქართველოს მთავრობის კომენტარებთან ერთად.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group