GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ქრისტე აღსდგა!

ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს ზეიმობს ქრისტიანობის ამ უდიდეს დღესასწაულს, მინდა მივულოცო ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომა უფლისა იესო ქრისტესი.

 

სახარების ფურცლებზე მოთხრობილი ეს მოვლენა არის სიბნელეზე სინათლის, ბოროტებაზე სიკეთის, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დიდებული ხატი, დიდებული ამბავი ქრისტიანთა განკაცებული ღმერთისა, რომელმაც ისტორიის მსვლელობას გეზი შეუცვალა და მთელ მსოფლიოში ადამიანის სიცოცხლის, როგორც უმაღლესი ფასეულობის აღიარებას დაედო საწინდრად.

 

გულითადად მინდა შევუერთდე ქრისტეს აღდგომის საერთო ქრისტიანულ სიხარულს და თითოეულ თქვენგანს გისურვოთ დაუსრულებელი სწრაფვა სიხარულისა და ბედნიერებისკენ!

 

ქრისტე აღსდგა!

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

აღმოსავლელი ხალხების, 21 მარტი

ნოვრუზ-ბაირამი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group