GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სემინარი რელიგიათა საბჭოსთვის - რელიგიური გაერთიანებების უფლებები საქართველოში

2014 წლის 12-14 ივნისს, სასტუმრო „ამბასადორში“, კაჭრეთში, ჩატარდა სემინარი სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრებისთვის „რელიგიური გაერთიანებების უფლებები საქართველოში“.

 

სემინარზე გახილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა, დისკრიმინაციის არსი და ნიშნები, ანტიდისკრიმინაციული კანონის ზოგადი მიმოხილვა და სახალხო დამცველის როლი ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულებაში.

 

სემინარის მეორე დღე დაეთმო ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებს - საკუთრებასთან და მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები, რელიგიური ორგანიზაციები და საგადასახადო კანონმდებლობა და სხვა.

 

საუბარი ასევე შეეხო რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხებსა და პოლიციასთან ურთიერთობისა და სამართლიანი სასამართლოს საკითხებს.

 

სემინარის ამ თემატიკას წარმოადგენდნენ და დისკუსისა ფასილიტაციას უწევდნენ იურისტები საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან (GDI), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან (EMC) და ახალგაზრდა იურისთა ასოციაციიდან (GYLA):  გიორგი მშვენიერაძე, თამთა მიქელაძე და გიორგი გოცირიძე.

 

მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ წარმოებული მედია მონიტორინგის  ”სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია პოლიტიკურ დისკურსში” შუალედური ანგარიში წარმოადგინა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავჯდომარემ, თამარ კინწურაშვილმა. შემდეგ კი მისი ფასილიტაციით გაიმართა დისკუსია მედიის თვითრეგულირების მექანიზმებსა და ამ კუთხით რელიგიურ ჯგუფებთან თანამშრომლობის საკითხებზე.

 

შეხვედრის ბოლო დღეს რელიგიათა საბჭოს წევრებმა საბჭოს საქმიანობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

 

შეხვედრა ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ.

 

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group