GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური საბჭოს შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან

2014 წლის 9 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილეები უმაღლესი, ზოგადი და პროფესიული განათლების დარგებში,  ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრების თანამშრომლები, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

საბჭოს წარმომადგენლებმა მინისტრთან უმცირესობების ენების სწავლების გასაუმჯობესებლად - ბალტიისპირული და ჩეხური ენები, ოსური ენა - სხვადასხვა საკვირაო სკოლების მოწყობის საკითხი დააყენეს. თამარ სანიკიძე საბჭოს წევრებს დაპირდა, რომ კონკრეტული სქემის წარმოდგენის შემთხვევაში, ამ საკითხს მთავრობის სხდომაზე გაიტანს და გამონაკლისის სახით, ამ საკითხის დარეგულირებას შესძლებს, რადგან კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, სკოლებში ამგვარი აქტივობების განხორციელების საშუალებას არ იძლევა.

 

ბილინგვური სწავლების გაძლიერების აუცილებლობაზე დასმულ შეკითხვებზე, მინისტრმა უპასუხა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობას იწყებს ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების პოლიტიკის შემუშავების საბჭო. თამარ სანიკიძემ ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წინადადებით შესთავაზა ამ სამუშაო ჯგუფში თავისი წარმომადგენელი მოავლინონ.

 

მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, რომელიც სამინისტროში ზოგადი განათლების საკითხებს კურირებს, განაცხადა, რომ სამინისტრო, ეუთოსთან ერთად, ბილინგვური სწავლების მასალების სრულ პაკეტზე მუშაობს, თავიდან გადამუშავდება 1-7 კლასის უკვე არსებული ბილინგვური სახელმძღვანელოები; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ქართულის როგორც მეორადი ენის სწავლების მიმართულება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში მომზადდა 60 კრედიტიანი სატრენინგო კურსი, რომელიც პრაქტიკის სერიოზულ ნაწილს მოიცავს. წლევანდელ ზაფხულს სამინისტრო გამოაცხადებს ტენდერს, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობის 40 მოსწავლისა და 40 მასწავლებლისათვის საზაფხულო სკოლა მოეწყობა.

 

თამარ სანიკიძემ ისაუბრა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლების გაძლიერების მწვავე აუცილებლობაზე და ასევე ბილინგვური სწავლების ახალ კონცეფციაზეც, რომლის მიხედვითაც, ბილინგვური სწავლება არა ერთი საგნის ფარგლებში წარიმართება, არამედ მშობლიურ ენაზე სწავლებისათვის შეირჩევა 4 საგანი, ძირითადად საბუნებისმეტყველო მიმართულებებიდან.

 

მინისტრის მოადგილემ უმაღლესი განათლების დარგში, გია შარვაშიძემ საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმისა თაობაზე, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღდგება განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, რომელიც თავისთავად ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სხვადასხვა საგნის მასწავლებლების კვლიფიკაციის ზრდას.

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ყველა ქრისტიანული ეკლესია, 16 აპრილი

აღდგომა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group