GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების, რელიგიათა და ეთნიკურ საბჭოების წარმომადგენლებთან

2014 წლის 25  აპრილს, 11:00 სთ-ზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერის საკითხებში, თამარ ჩუგოშვილი.

 

სახალხო დამცველმა ისაუბრა იმ საკითხებზე, რაც მისი შეხედულებით, კანონში აუცილებლად უნდა იყოს ასახული; მათ შორისაა, საქართველოს სახალხო დამცველისთვის დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფის აუცილებლობა; სახალხო დამცველისთვის უფლებამოსილების მინიჭება მიმართოს სასამართლოს იმ შემთხვევებშიც, როდესაც დამრღვევი კერძო პირია.

 

შეხვედრაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური და ეთნიკური საბჭოს წევრებმა ხაზი გაუსვეს კანონის ეფექტურად მუშაობისათვის დაჯარიმების მექანიზმის არსებობის აუცილებლობას და აღნიშნეს, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, სახალხო დამცველის მიერ კერძო პირების/სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ დამრღვევი პირის სასამართლოს გზით დაჯარიმება მოითხოვოს.

 

შეხვედრაზე ასევე უკმაყოფილება გამოითქვა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტს, პარლამენტში წარდგენამდე, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებით სპეციალური პუნქტი ჩაემატა, რომლის მიხედვით კანონპროექტის არც ერთი მუხლი არ უნდა განიმარტოს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების საპირისპიროდ. შეხვედრაზე დამსწრეთა აზრით, ამ ჩანაწერს კანონში არსებითი ცვლილება არ შეაქვს, თუმცა, შესაძლოა გახდეს დისკრიმინაციული ინტერპრეტაციების და უმრავლესობის პრივილეგირების კიდევ ერთი წყარო.

 

შეხვედრის მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება“ (ANI).

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group