GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან; მემორანდუმი კამპანია „არა ფობიას“ ფარგლებში

2014 წლის, 10 აპრილს სასტუმრო „ვერე პალასში“ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების „მედიის განვითარების ფონდის“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ და „ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიორინგის ცენტრის“ წარმომადგენლებს.

 

შეხვედრის პირველ ნაწილში, კამპანიის "არა ფობიას!" ფარგლებში მედიის განვითარების ფონდმა (MDF) და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას საზოგადოებაში სიძულვილის ენისა და ადამიანების ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად; არსებული სამართლებრივი თუ თვითრეგულირების მექანიზმების, ასევე საჯარო ტრიბუნის გამოყენებას ცალკეული ადამიანების თუ ჯგუფების მიმართ სიძულვილისა და დისკრიმინაციის გამოვლენის ფაქტებზე, რომლის წყარო ხშირად პოლიტიკური კლასი ან თავად მედიაა; საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას, როგორც ცნობიერების ამაღლების კამპანიების, ასევე სიძულვილისა და დისკრიმინაციის გამოვლენის ცალკეულ ფაქტებზე შეურიგებელი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისა და საჯარო კრიტიკის გზით.



„ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ თანამშრომლებმა რელიგიათა საბჭოს თბილისის 8 საჯარო სკოლაში ჩატარებული კვლევის „რელიგია საჯარო სკოლებში“  შედეგები და სახელმწიფოსთვის შეთავაზებული რეკომენდაციები გააცნეს. კვლევის ძირითადი მიგნებების მიხედვით“, სკოლებში რელიგიის თავისუფლების დაცვის საკითხებზე არსებული ყველა წყარო საჯარო სკოლებში ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის და რელიგიური ნიშნით მოსწავლეების დისკრიმინაციის უხეშ შემთხვევებსა და მუდმივ პრაქტიკაზე მიუთითებენ. თბილისის რვა სკოლაში ჩატარებულმა კვლევამ მასწავლებელთა დამოკიდებულებებში შეუწყნარებლობისა და განსხვავებულის მიმართ მიუღებლობის ტენდენციები აჩვენა.

 

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს ასევე გააცნეს „პრაქტიკული სახელმძღვანელო საქართველოში რელიგიის თავისუფლებით სარგებლობისათვის“.

 

შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსია და საბჭოს მომავალი საქმიანობის შესახებ მსჯელობა.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group