GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეთნიკური საბჭოს შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებთან

2014 წლის 27 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები - პირველი არხის გენერალური პროდუსერი, რუსუდან მანჯგალაძე, მარკეტინგისა და PR სამსახურის უფროსი, თინათინ ბერძენიშვილი და მარკეტინგის სამსახურის სოციოლოგი, თამარ ახვლედიანი სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრებს შეხვდნენ. საბჭოს წევრების მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ნაირა ბეპიევი, ველენტინა მარჯანიშვილი, რამილა ალიევა, ვან ბაიბურთი, მიხეილ აიდინოვი და ზაურ ხალილოვი. შეხვედრის მიზანი იყო საბჭოს წევრებისაგან რეკომენდაციების მოსმენა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეროვნული ინტეგრაციის სფეროს გაძლიერების თაობაზე.

 

საბჭოს წევრების რეკომენდაციები ძირითადად მიმართული იყო იქითკენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული გადაცემები უნდა მზადდებოდეს არა თავად ეთნიკური უმცირესობებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. ამისათვის კი მნიშვნელოვანია, რომ ეს თემები ინტეგრირებული იყოს პირველი არხის ყველა ტიპის გადაცემებში - საინფორმაციოებში, თოქ-შოუებში, გასართობ პროგრამებში და ა.შ. ეთნიკური საბჭოს წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ კარგი იქნებოდა, რეგიონებში ადგილობრივი კორესპონდენტების ყოლა, რომლებიც მხოლოდ დღესასწულებს არ გააშუქებნენა და ადგილობრივი მოსახლეობის ყოფით პრობლემებსაც შეეხებოდნენ. ეთნიკური საბჭოს ერთ-ერთი გამოკვეთიი რეკომენდაციაა, პირველ არხს ყავდეს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გადაცემის წამყვანი ან ჟურნალისტი. მათ ასევე აღნიშნეს, რომ კარგი იქნებოდა, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების პოზიციები მოგვესმინა არა მხოლოდ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, არამედ იმ თემებზეც, რაც ზოგადად ქვეყნისთვისაა აქტუალური.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group