GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის მილოცვა ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით

მინდა ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღის სიხარულს იზიარებს. 

  
ოდითგანვე 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, დედამიწის გამოცოცხლების, სიციცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ და შესაბამისად, ნოვრუზ ბაირამიც გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია.

 

ჩვენს ქვეყანაში ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნის ტრადიცია რომ მრავალ საუკუნეს ითვლის, ამას ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილება „ვეფხისტყაოსანიც“ ადასტურებს. მისასალმებელია, რომ საქართელოში ნოვრუზ ბაირამი 2010 წლიდან საერთო სახალხო დღესასწაულადაა გამოცხადებული. 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა, ხოლო 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group