GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობის საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრა ეუთოს უმაღლეს კომისართან, ასტრიდ ტორსთან

2014 წლის 19 თებერვალს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობის საბჭოს წარმომადგენლებს ეუთოს უმაღლესი კომისარი ასტრიდ ტორსი შეხვდა. შეხვედრას უმაღლესი კომისრის მრჩევლები ვინსენტ დე კრაფტი და კაუპო კანდი ესწრებოდენენ.

 

უმაღლესი კომისარი დაინტერესდა, ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობის ხარისხით შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცესში; რა ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები აქვთ საბჭოს წევრებს მთავრობისადმი მომავალ სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებლად.

 

საბჭოს წევრებმა ზაურ ხალილოვმა, ნაირა ბეპიევმა, მექა ხანგოშვილმა, მარინე სოლომონიშვილმა და ალექსანდრე ბეჟენცევმა ისაუბრეს უმცირესობათა წინაშე  მდგარ პრობლემებზე; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მცირე ჯგუფებისათვის მშობლიური ენის სწავლების პრობლემებს, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომდგენელ სტუდენტთა ინტეგრაციის საკითხებსა და ბილინგვურ განათლებას.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group