GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის განცხადება რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვლის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გარდა, საქართველოში არსებულმა სხვა რელიგიურმა გაერთიანებებმაც მიიღონ დაფინანსება.

 

უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით,  მთავრობის ინიციატივა შეიცავს დისკრიმინაციული გარემოს აღმოფხვრის მკაფიო სურვილს, მაგრამ, გადაწყვეტილება, რომელიც  მხოლოდ ოთხი რელიგიური გაერთიანების დაფინანსებას ითვალისწინებს, რამდენიმე მიზეზის გამო პრობლემატურია:

 

1. რელიგიურ გაერთიანებათა დაფინანსების გათვალისწინებული ფორმა ვერ აღმოფხვრის  იმ რელიგიური გაერთანებების დისკრიმინაციას, რომლებიც არ მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას, არამედ შეიძლება  გააღრმავოს უთანასწორო გარემო;

 

2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი, დოტაციური წესით დაფინასნება არ ეფუძნება მოქალაქეთა (გადასახადის გადამხდელთა) ნებასურვილის გათვალისწინებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი რელიგიური გაერთიანების დაფინანსება სურს ამა თუ იმ გადასახადის გადამხდელს და რა ფორმით;

 

3. მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები რელიგიურ გაერთიანებათა ფართო სპექტრთან კონსულტაციების შედეგად იქნას მიღებული. მთავრობის დღევანდელი ინიციატივა კი, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მხოლოდ რამდენიმე კონფესიასთან კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული..

 

ყოველივე აქედან გამომდინარე,  ვფიქრობთ,  უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურ გაერთიანებათა დაფინანსების თაობაზე მთავრობა გაეცნოს რელიგიათა საბჭოს პოზიციას, რადგან სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ამ საკითხს ინტენსიურად განიხილავდა  და მას შემუშავებული აქვს საბჭოს წევრებისთვის მისაღები რამდენიმე ვარიანტი.

 

თავის მხრივ, სახალხო დამცველი  გამოხატავს მზადყოფნას, რომ ამ თემის ირგვლივ საქართველოს მთავრობასთან  ფართო  ფორმატის კონსულტაციებში ჩაერთოს.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group