GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

თეოლოგიის დოქტორის, მალხაზ სონღულაშვილის გამოხმაურება ეკლესიათა დაფინანსების სამთავრობო ინიციატივაზე

საქართველოს ხელისუფლება აპირებს ბიუჯეტიდან დაფინანსება მისცეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, კიდევ ოთხ რელიგიურ გაერთიანებას: სომხურ სამოციქულო ეკლესიას, რომის კათოლლიკურ ეკლესიას საქართველოში, საქართველოს იუდეურ და მუსლიმურ თემებს. ამის შესახებ განცხადება გაკეთდა მთავრობის ერთ-ერთი დადგენილების კონტექსტში, რომელსაც ეწოდება დადგენილება: "საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხოციელების წესის დამტკიცების თაობაზე."

 

საბჭოთა პერიოდში დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებზე ზრუნვა შეიძლება კეთილშობილურ საქმედ გამოიყურებოდეს. მაგრამ აშკარაა, რომ საკითხი კარგად არ არის გააზრებული. მაგალითად, საქართველოში საბჭოთა პერიოდში მარტო ეს ოთხი რელიგიური გაერთიანება დაზარალდა?

 

საქართველოს ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ საბჭოურ პერიოდში დაკარგა თავისი ქონების 100% და თავისი სამღვდელოების ასევე 100%. ანდა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ ტოტალიტარიზმის პერიოდში განიცადა უზარმაზარი ფინანსური და მატერიალური ზარალი. ასევე რეპრესირებული იყო მისი სამღვდელოების 80%. ნუთუ ეს არ არის ზარალი?! ჩემი აზრით, თუ ოთხი რელიგიური გაერთიანების ბიუჯეტიდან დაფინანსების კრიტერიუმი "მიყენებული ზარიალია", მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს შეურაცხყოფასთან, როცა ამ ორ კონკრეტულ გაერთიანებას იმ მატერიალურ და ადამიანურ მსხვერპლს, რომელიც მათ გაიღეს ტოტალიტარიული რეჟიმის დროს, არ უთვლიან "ზარალად." გაკვირვებული ვარ, რომ ჩვენმა მთავრობამ ეს ან არ იცის ან არ უნდა, რომ იცოდეს.

 

ცხადია, თითოეული რელიგიური გაერთიანების საქმეა, რა რეაგირება ექნება მთავრობის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა გავკადნიერდე და საკუთარი აზრი შემოგთავაზოთ ამ საკითხთან დაკავშირებისთ.

 

მთავრობის გადაწყვეტილება ბევრ კითხვას ბადებს და შეიძლება შეიცავდეს საფრთხებს იმ რელიგიებისთვის, რომელებიც გამორჩეულნი არიან დაფინანსებისთვის და იმ რელიგიებისათვის, რომლებიც არ არიან გამორჩეული.

 

რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების საკითხი დიდ სიფრთხილესა და საკითხის კარგად შესწავლას საჭიროებს. საჭირო იყო მასშტაბური კონსულტაციები ამ საკითხზე რელიგიურ გაერთიანებებთან, საჭირო იყო ამ საქმეში გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თათბირი და მათი აზრის გათვალისწინება.

 

შექმნილ ვითარებაში, ჩემის აზრით, რელიგიური გაერთიანებები (მათ შორის საპატრიარქო) უნდა ფინანსდებოდნენ არა მიღებული ან არმიღებული ზარალის კრიტერიუმით, არამედ იმის მიხედვით, თუ საზოგადოებრივად რა სასარგებლო საქმიანობას ეწევიან ისინი.

 

თუ სახელმწიფოს მანცდამაინც უნდა, რომ დააფინანსოს რელიგიური გაერთიანებები, მაშინ მან უნდა დაიცვას თანასწორობის პრინციპი. მან უნდა დააფინანსოს ნებისმიერი რელიგიური გაერთიანებების მიერ განხორციელებული პროექტები, რომელიც სახლმწიფოსა და საზოეგადოების ინტერესებსა და პასუხისმგებლობის ფარგლებში შედის (ასეთი პროექტები შეიძლება იყოს უსახლკაროთა თავშესაფრები, საგანმანათლებლო კერები და კულტურული კერები საზოგადოების უპოვარი ფენებისათვის და სხვა).

 

ამჟამად მიღებული გადაწყვეტილება ტოვებს, "დაყავი და იბატონეს" პრნციპის ამოქმედების შთაბეჭდილებას საქართველოს რელიგიურ სივრცეში. ეს კი საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიისა და რელიგიის თავისუფლების განვითარებას ქვეყანაში.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group