GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეკუმენური ლოცვა

2014 წლის 24 იანვარს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში ტრადიციული ეკუმენური ლოცვა გაიმართა, რომელშიც კათოლიკე, ევანგელურ-ლუთერული და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიები მონაწილეობდნენ. ქრისტიანთა ერთობის აღსანიშნავად გამართულ ეკუმენურ ლოცვას ათწლეულზე მეტი ხნის ტრადიცია აქვს საქართველოში.

 

ლოცვისას ღვთის სადიდებელ საგალობლებს სხვადასხვა ეკლესიების გუნდები ასრულებდნენ; სომხური სამოციქულო, კათოლიკე, ევანგელურ-ლუთერული და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიების ეპისკოპოსები და სასულიერო პირები მშვიდობისა და ადამიანთა შორის კეთილმოსურნე ურთიერთობებისათვის ლოცულობდნენ.

 

ლოცვას ესწრებოდნენ შერიგებისა და თანასწორობის სამინისტროს მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლები.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group