GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან

2013 წლის 23 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან. შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველი ბატონი უჩა ნანუაშვილი.

 

შეხვდრის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N305 დადგენილებით  შექმნილი რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შესახებ მსჯელობა. კომისიის თავმჯდომარე რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრია. გარდა ამისა, კომისიაში, დებულების თანახმად, ხმის უფლებით წარმოდგენილია სხვადასხვა სამინისტროები მინისტრის მოადგილეების სახით.

 

რელიგიურ გაერთიანებეს აღნიშნული კომისიის საქმიანობასთან და მის დებულებაში მოყვანილ ამოცანებთან დაკავშრებით არაერთი კითხვა ქონდათ. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, კომისია შეიქმნა რათა მთავრობამ განსაზღვროს როგორ იმუშავებს რელიგიურ უმცირესობებთან. მისი თქმით, მანამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომლითაც რელიგიურ ორგანიზაციებთან მთავრობის ურთიერთობა იქნებოდა დარეგულირებული და სწორედ ამიტომ გაჩნდა ამ კომისიის შექმნის საჭიროება. მინისტრმა მიმოიხილა ის ამოცანები, რომელზეც იმუშავებს კომისია. მათ შორის: რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების საკითხი, ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, განათლება, რელიგიური გაერთიანებების საჯარო რიტუალები და მსვლელობები. ზაქარეიშვილის თქმით, კომისია მოიძიებს ინფორმაციას თუ როგორ რეგულირდება ესა თუ ის საკითხი სხვადასხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ევროკავშრის წევრ ქვეყნებში. 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group