GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ”ტოლერანტობის კულტურა და მედია”

2013 წლის 21-23 დეკემბერს, სასტუმრო ბაზალეთში, სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა  ჩაატარა ტრენინგი ჟურნალისტებისათვის ”ტოლერანტობის კულტურა და მედია”. ტრენინგი ჩატარდა USAID-ის მიერ დაფინანსებული, გაეროს ასოციაციის პროექტის ”ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში.

 

ტრენინგზე განხილული იყო ისეთი თემები როგორიცაა: ტოლერანტობის კულტურის საფუძვლები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები და მედია, შეზღუდული შესაძლებლობების თემა და მედია, გენდერული საკითხები და ლგბტ თემები, მედიასტანდარტები და ეთიკა. თემატურ სესიებს უძღვებოდნენ: მედიამკვლევარები თამარ ხორბალაძე და ქეთევან მსხილაძე, ”ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” დირექტორი, ეკა აღდგომელაშვილი, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი და ვებ-გვერდის www.tolerantoba.ge-ს რედაქტორი, ნინო ცინცაძე.

 

ტრენინგს ესწრებოდნენ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის”, ”ტელეიმედის”, ”აჭარა TV”-ს, ”რუსთავი 2”-ის, ტელეკომპანია ”მაესტროს”, ”კავკასიის”,  ”24 საათის”, ”რეზონანსის”, ”ლიბერალის”, ”სამხრეთის კარიბჭის”, ”ტაბულას”, ”გურია ნიუსის”, ”კახეთის საინფორმაციო ცენტრის”, ”interpressnews”, ”mediamall”, ”media.ge”-ის ჟურნალისტები, რედაქტორები და პროდიუსერები.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group