GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საქართველოში

2013 წლის 15  ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირეტორის მოადგილე როი პლაკნეტი.

 

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა მიმოიხილა 2013 წლის განმავლობაში საქართველოში ტოლერანტობის სფეროში არსებული მიღწევები და პრობლემები. ისაუბრა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.


სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ დააჯილდოვა ჟურნალისტური კონკურსის „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” გამარჯვებულები. კერძოდ: პირველი ადგილის მფლობელი გახდა  ეკა ქევანიშვილი - რადიო თავისუფლება, „ლოცვის უფლება ყველას აქვს“; მეორე ადგილი წილად ხვდა გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქციას სტატიით „რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი“; ხოლო  მესამე ადგილის მფლობელი გახდა  ლელა დუმბაძე - გაზეთი „ბათუმელები“, სტატიით „თურქეთისა და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში“.

 

სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტრადიციულად დააჯილდოეს „ტოლერანტობის ქომაგები“ – ის პიროვნებები, ორგანიზაციები და მედია საშუალებები, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

 

რელიგიათა საბჭოს მხრიდან დაჯილდოვდა - იურისტი, უფლებადამცველი თამარ გურჩიანი; ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);  გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ და კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

 

ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ დააჯილდოვა კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხუციშვილი - ჯილდო გადაეცა მის მეუღლეს; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და გაზეთი „ვეჩერნი ტბილისი“ („Вечерний Тбилиси“).

 

ღონისძიებას, რომელიც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით  გაიმართა, ესწრებოდნენ დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები.

 

 

* * *


ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group