GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა სოზარ სუბართან

2013 წლის 4 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო შეხვდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სოზარ სუბარს. შეხვედრას დაესწრო საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.



შეხვედრაზე განხილული იქნა სამინისტროსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რელიგიის თავისუფლების დაცვის საკითხები.

 

სოზარ სუბარმა რელიგიათა საბჭოს გააცნო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმები. მან ვრცლად ისაუბრა იმ დარღვევების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა წლებშისასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ადამიანის უფლებების დაცვის, კვების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. მან საბჭოს წევრებს გააცნო ის ახალი სტანდარტები, რომელიც შემოღებულ იქნა სამინისტროში ამ მიმართულებით. კერძოდ, საგრძნობლად გაუმჯობესდა კვების სტანდარტი, მდგომარეობა ჯანმრთელობის დაცვისა და პრევენციის თვალსაზრისით, მათ შორის შშმ პირებთან და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებთან მიმართებაში. მინისტრმა ისაუბრა იმ ინდივიდუალურ მიდგომებზე, რომელიც ხორციელდება არასრულწლოვნებისა და ქალი მსჯავრდებულების სასჯელის შესაძლო შემსუბუქების პროცედურებთან დაკავშირებით; მან ასევე არასრულწლოვანთა განათლების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე.

 

სოზარ სუბარმა ხაზი გაუსვა იმ  მნიშვნელობას, რაც რელიგიების აქტიურ ჩართულობას შეიძლება ქონდეს პატიმრობაში მყოფი ადამიანების გამხნევებისა და სულიერი დამშვიდების თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმ პირებთან მიმართებაში, ვისაც სუიციდის ძლიერი მიდრეკილებები აქვს.

 

რელიგიათა საბჭოს წევრებმა ისაუბრეს პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიაში რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელთა შეყვანის აუცილებლობის შესახებ. სახალხო დამცველი, როგორც შეწყალების კომისიის წარმომადგენელი, დაპირდა საბჭოს წევრებს, რომ ამ საკითხს შუამდგომლობას გაუწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

 

საბჭოს წევრები და მინისტრი შეთანხმდნენ, რომ საბჭოსა და სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდება. 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group