GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან

2013 წლის 8 ივლისს გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან. შეხვედრის მიზანი იყო საბჭოს წევრებისათვის შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის 2012 წლის ანგარიშის წარდგენა.

 

შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა გახსნა. მან განხორციელებული სამუშაოებისა დ ახალი კონცეფციის შემუშავების მნიშველობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, უკვე დაწყებულია მიმდინარე გეგმის ანალიზი; მიღებული შედეგები, საბჭოს წევრების რეკომენდაციებთან ერთად, ახალ კონცეფციაში აისახება. ახალი კონცეფცია მიმდინარე 5 წლიანი სამოქმედო გეგმის ამოწურვის შემდეგ, 2014 წელს შევა ძალაში.

 

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლების ჩარულობის მნიშვნელონელობას და ასევე იმ მონიტორინგის მნიშვნელობას, რომელსაც საბჭო ახორციელებს სამოქმედო გეგმის შესრულებაზე.

 

შეხვედრაზე ანგარიში წარმოადგინა სამოქალაქო ინტეგრაციის სამართველოს უფროსმა თინა ღოღელიანმა, შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group