GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ისტორიული ლიტურგია ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში

2013 წლის 7 ივლისს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის საკათედრო ტაძარში ისტორიული ლიტურგია გაიმართა. ლიტურგია ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთპატივისცემისა და თანადგომის თემას ეძღვნებოდა.

 

წირვაში დიდ ბრიტანელი იმამი, დოქტრი ტაჯ ჰარგი და საქართველოს მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ლოტურგიის დაწყებამდე ქრისტიან და მუსლიმ სტუმრებს ლოცვისათვის ქართველმ მუეძინმა მოუწოდებდა. ლიტურგიის დიდი ნაწილი  ცნობილი ოქსფორდელი იმამისა და თეოლოგის, დოქტორ ტაჯ ჰარგის ქადაგებას ეძღვნებდა.

ქადაგებისას დოქტორმა ჰარგიმ ქრისტიანობისა და ისლამის საერთო ღირებულებებსა და საფუძვლებზე, ასევე თანამედროვე სამყაროში ამ ორი რელიგიის მიმდევრებს შორის ტოლერანტული ურთიერთდამოკიდებულებების აუცილებლობაზე ისაუბრა. ქადაგების დასრულებისას დოქტორმა ტაჯ ჰარგიმ ქართულად წაიკითხა მამაო ჩვენო,მთავარეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა კი ყურანის პირველი სურა აღავლინა.

ერთობლივი ლოცვით ქრისტიანი და მუსლიმი მორწმუნეები თანადგომას უცხადებდნენ სოფელ სამთაწყაროს მუსლიმ მოსახლეობას და იმედს გამოთქვამდნენ, რომ ამ ბოლო პერიოდში გამოვლენილი ისლამოფობიური ტენდენციები დროებითია და რომ საქართველოში კვლავ დაისადგურებს მშვიდობა და უერთიერთგაგება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group