GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის მიმართვა შსს მინისტრს სოფელ წინწყაროში განვითარებულ მოვლენებზე

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, გაატაროს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები, რათა არ დაუშვას თავდასხმა სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებზე. 2013 წლის 28 ივნისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა ჩატარდა. მოგვიანებით, სოფლის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ თავი მოიყარა ლოცვის ადგილას და უკმაყოფილება გამოხატა ლოცვის ფაქტთან  დაკავშირებით.

 

მოსახლეობა შეიკრიბა ადგილობრივ მუსლიმური თემის მოლა სულიკო ხოზრევანიძეს სახლთან და მოითხოვს მის გამოსვლას. სოფელში დაძაბული ვითარებაა და არის  ფიზიკური ზეწოლის საშიშროება.

 

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს პოლიციიის მობილიზაცია და დააწესოს მორიგეობა სულიკო ხოზრევანიძეს სახლთან.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ყველა ქრისტიანული ეკლესია, 16 აპრილი

აღდგომა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group