GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

კონფერენცია - „უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“

2013 წლის 15 მაისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა საქართველოს პარლამენტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი კონფერენცია „უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“.

 

კონფერენცია მიზნად ისახავდა სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციას ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის ჭრილში; არსებული პრობლემატიკის განხილვას ფართო აუდიტორიასთან, ასევე სათანადო უწყებების მიმართ სამომავლო რეკომენდაციების შეთავაზებას.

 

კონფერენციაზე, საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა წარმოადგინა მოხსენება ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

 

კონფერენციის პირველ ნაწილში, რომელიც ბოლო დროს გამწვავებული რელიგიური  შეუწყნარებლობის ფაქტების ანალიზს ეძღვნებოდა, სადისკუსიოდ მცირე პრეზენტაციები წარმოადგინეს ქალბატონმა მარინე ელბაქიძემ და ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ. დისკუსიას უძღვებოდა კინომცოდნე, გოგი გვახარია. დისკუსიის მეორე ნაწილი, სექსუალური უმცირესობების წინაშე არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა. დისკუსიისათვის მოხსენებები წარმოადგინეს სახალხო დამცველთან ახლადდაარსებული გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, ანა არგანაშვილმა და ორგანიზაცია „იდენტობის“ თავჯდომარემ, ირაკლი ვაჭარაძემ. დისკუსიის ამ ნაწილს მოდერატორობას მედიამკვლევარი ნინო დანელია უწევდა.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები: მანანა კობახიძე, შალვა შავგულიძე, ვიქტორ დოლიძე, ფრიდონ საყვარელიძე, სერგო რატიანი; ასევე საქართელოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომდგენლები.

 

შეხვედრა ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group