GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სოლიდარობის აქცია მეიდანზე

2013 წლის 14 ივნისს თბილისში, მეიდანზე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით გაიმართა აქცია, რომლის მიზანიც სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები მუსლიმებისათვის სოლიდარობის გამოცხადება იყო.


აქციის მონაწილეთა განცხადებით, ნიგვზიანისა და წინწყაროს ისლამოფობიური ძალადობის შემდეგ, ახლა უკვე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში ირღვევა რელიგიური უმცირესობის ლოცვის უფლება. მეიდანზე ისინი ზუსტად იმ დროს შეიკრიბნენ, როცა სამთაწყაროში ისლამის მიმდევრებმა ლოცვა დაიწყეს. აქციას სხვადასხვა რელიგიის სასულიერო პირებიც დაესწრნენ.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group