GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან

13 ივნისს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი და ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი.


საუბრი რელიგიური გაერთიანებების წინაშე მდგარ სხვადასხვა პრობლემურ საკითხებს შეეხო, მათ შორის სომხური და კათოლიკე ეკლესიებისათვის ისტორიულად კუთვნილი ეკლესიების გადაცემის საკითხს, ქონების რეგისტრაციის პროცესში არსებულ სირთულეებსა და საგადასახადო რეჯიმში არსებულ უთანასწორობას.

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფელ სამთაწყაროში არსებულ სიტუაციაზეც, სადაც უკვე მესამე კვირაა ადგილობრივ მუსლიმებს ერთად შეკრებისა და ლოცვის საშუალება არ ეძლევათ. მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სიტუაციის შესახებ მრავალმხრივი ინფორმაცია მოისმინოს, რათა სიტუაციის დარეგულირება კანონის შესაბამისად მოხდეს.



ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group