GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ვიქტორინა სკოლის მოსწავლეებისთვის „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“

2013 წლის 3 ივნისს გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა - „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“. ვიქტორინაში მონაწილეობდა საქართველოს ათი სკოლის ათი გუნდი, მათ შორის თბილისის, მცხეთის, მუხრანის, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, გორის და კარალეთის სკოლები. თითოეული გუნდი ექვსი მოსწავლისგან შედგებოდა.

 

ღონისძიება უკვე მეოთხედ ტარდება და მისი მიზანია უფროსკლასელთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცნობირების ამაღლება და ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობა. 

ვიქტორინის დაწყებამდე მონაწილეებს საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მიესალმა. მან აღნიშნა, რომ ვიქტორინაში, რომელიც ახალგაზრდებისათვის საქართველოში არსებული რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების გაცნობას ისახავს მიზნად, არ არსებობს წაგებული ან მოგებული გუნდი, რადგან ასეთ მნიშვნელოვანი და საინტერესო პუბლიკაციების გაცნობა, უკვე თავისთავად დიდი მიღწევაა ახალგაზრდა ადამიანისათვის.

 

სამრაუნდიანი, დაძაბული ასპარეზობის შედეგად, ქულების მაქსიმალური რაოდენობა (10 ქულა) დააგროვეს მუხრანის #1 და მარნეულის #5  საჯარო სკოლებმა. ამის შემდეგ ამ ორ დაწინაურებულ სკოლის გუნდებს შორის გაიმართა დამატებითი რაუნდი და გამარჯვება მარნეულის #5 საჯარო სკოლას ერგო. გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით (პლანშეტური კომპიუტერებით) და სიგელებით. ყველა მონაწილეს გადაეცა წიგნები (ე.ჰ. გომბრიხის „ხელოვნების ამბავი“, გამომცემლობა „ლოგოს პრესი“), სამახსოვრო პრიზები და სიგელები. 

 

ვიქტორინის დასრულების შემდეგ, გაიმართა ექსკურსია თბილსის წმინდა ეჩმიაძინის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში,  ჯუმა–მეჩეთში და სინაგოგაში. თოთოეულ სალოცავში მოსწავლეებს ადგილობრივმა სასულიერო პირებმა უმასპინძლეს და საქართველოში მათი არსებობის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ ესაუბრნენ. 

 

ვიქტორინაში მონაწილე გუნდები წარმოადგენდნენ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების სასკოლო სამოქალაქო კლუბებს. აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

 

საქართველოს სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის ვიქტორინა ჩატარდა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით. 

 

***

 

2008 წელს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა გაეროს განვითარების პროგრმის მხარდაჭერით მოამზადა და გამოსცა წიგნები "რელიგიები საქართველოში" და „ეთნოსები საქართველოში“. პუბლიკაციებში ასახულია საქართველოში არსებული ყველა ეთნოსისა და რელიგიური გაერთიანების ისტორია, კულტურა და თანამედროვე ყოფა. გაეროს განვითარების პროგრმის მხარდაჭერით გამოცემულ წიგნებში ასახულია საქართველოში არსებული ყველა ეთნოსისა და რელიგიური გაერთიანების ისტორია, კულტურა და თანამედროვე ყოფა. ვიქტორინაში მონაწილოების მისაღებად თბილისის სკოლების მოსწავლეებს სწოერედ ეს ენციკლოპედიები უნდა შეესწავლათ. 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group