GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

მემორანდუმი საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის

2013 წლის 25 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველს, მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

 

მემორანდუმის მიზანია სახელმწიფო უწყებებსა და ეროვნულ უმცირესობათა შორის ნდობის და ურთიერთსასარგებლო თანამშომლობის გაძლიერება, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; ეროვნულ უმცირესობათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პოპულარიზება; საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნულ უმცირესობების წარმომადგენელთა სრულფასოვანი მონაწილეობის, ეროვნულ უმცირესობათა ენის, კულტურისა და ტრადიციების დაცვისა დაშენარჩუნების ხელშეწყობა.

 

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო,  საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან თანამშრომლობით, განახორციელებს მხარეთა მიერ ერთობლივად შემუშავებულ ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებულ პროგრამებსა და პროექტებს.  საქართველოს სახალხო დამცველი, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მეშვეობით, მოამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს, რითაც ხელს შეუწყობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ეროვნულ უმცირესობებთან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარებას; რეგულარულად გააცნობს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობებს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებით დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

 

მემორანდუმის ხელმოწერა გაიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში. ხელმოწერის შემდეგ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრებს გააცნო სამინისტროს მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებს ეხება.

 

ამ პროექტების ფარგლებში აზერბაიჯანულ ენაზე გამზადდა და DVD–ზე ჩაიწერა იმირ მამედლის მიერ თარგმნილი რადიო სპექტაკლი „სტუმარ–მასპინძელი“. სპექტაკლი მოამზადეს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოთეატრის მთავარმა რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა და თბილისის აზერბაიჯანუილი დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა თურგაი ველიზადემ.

 

სამინისტროს ეგიდით უკვე დაწყებულია ექსკურსიების ციკლი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სკოლის მოსწავლეებისათვის. სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდელები ერთობლივად სტუმრობენ დედაქალაქს სხვადასხვა მუზეუმებისა და კულტურული ღირსშესანიშნაობების გასაცნობად.

 

სამინისტროს ეგიდით ასევე ჩატარდება ტრენინგ–სემინარები უმაღლესი სასწავლებლების ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის. სემინარების მიზანი იქნება ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი აზროვნების, სამოქალაქო და დემოკრატიული ღირებულებების გააზრება. ამ სემინარების შემდეგ გამოვლენილი ორი სერთიფიცირებული ახალგაზრდა გაივლის 2 თვიან სტაჟირებას ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის დეპარტამენტებში.

 

სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, თბილისში სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს დაესწრო ახმეტის რაიონში მცხოვრები 150 ახალგაზრდა. პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდებისათვის ერთობლივი ბანაკების მოწყობა სხვადასხვა პროფესიული უნარების დაუფლების მიზნით. გარდა ამისა, მარნეულის, ბოლნისის და ახალქალაქის სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში, რომლის მიზანი იყო ქართული ენის, ლოგიკური აზროვნებისა და სწრაფი ბეჭდვის უნარების გაღრმავება.

 

შეხვედრის დასასრულს საბჭოს წევრებმა რამდენიმე რეკომენდაციითა და წინადადებით მიამრთეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს. მინისტრმა და საბჭოს წევრებმა დათქვეს კონკრეტული ნაბიჯების და ვადები ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group