GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს კვირას საღამოს ქობულეთის რაიონის სოფ. ციხისძირში მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც სოფელში სტუმრად მყოფმა სამხედრო პირებმა რელიგიური ნიშნით ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს სოფლის რამდენიმე მკვიდრს.

 
საქართველო მრავალეროვნული და მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც საუკუნეების მანძილზე ძმურად, მეგობრულად, ურთიერთსიყვარულით და ურთიერთპატივისცემით ხელიხელჩაკიდებული ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნებისა თუ აღმსარებლობის ადამიანები და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა რელიგიური დაპირისპირების. ვფიქრობთ დღეს, ეს არის მავანთა მცდელობა ჩამოაგდოს შუღლი და მტრობა სხვადასხვა აღმსარებლობის ქართველ ძმებს შორის, რაც, ეჭვგარეშეა მარცხისთვისაა განწირული. რამეთუ გარკვეული ინდივიდების, თუნდაც საჯარო მოხელეების, შეუსაბამო საქციელი არ და ვერ იქნება მთლიანად ქვეყნის და ერის პოზიცია.


სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო გმობს აღნიშნულ, ყოვლად გაუმართლებელ, სამარცხვინო ფაქტს და მომხდართან დაკავშირებით მოითხოვს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ჩაატარონ ობიექტური გამოძიება და დამნაშავეები დასჯილი იქნენ კაკნონის სრული სიმკაცრით. აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით მოახდინა დროული რეაგირება და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ინციდენტში მონაწილე ყველა საჯარო მოხელე გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო

 

http://www.facebook.com/SruliadSakartvelosMuslimtaSammartvelo/posts/559981224025316

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group