GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის განცხადება ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით

27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ჰოლოკოსტი ბოროტების ის ზღვარია, რომელსაც კაცობრიობის წარმოსახვამ და მოქმედებამ შეიძლება მიაღწიოს.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური იდეოლოგია და მმართველობა  მიზანმიმართულად ანადგურებდა უდანაშაულო ადამაინებს - ებრაელებს, ბოშებს, რასობრივად არასრულფასოვნად მიჩნეულ ადამიანთა ჯგუფებს, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს... ჰოლოკოსტის მსხვერპლმა არნახულ მასშტაბს მიაღწია, მხოლოდ ებრაელთა  შორის 6 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა ნაცისტურ რეჟიმს მთელს ევროპაში.

 

 წელს გაერომ ჰოლოკოსტის დღე საგანგებოდ უძღვნა სოლიდარობის სიმამაცეს და იმ გმირებს, რომლებიც, საკუთარი სიცოცხლის ფასად, იცავდნენ ებრაელებსა და ფაშიზმის სხვა მსხვერპლს. ამ კუთხით მრავალი თავდადებული პიროვნების გახსენება შეიძლება.

 

დღეს მე მინდა გავიხსენო მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე, რომელმაც არაერთი ნაბიჯი გადადგა ებრაელთა დასაცავად და ბოლოს საკუთარი სიცოცხლეც გასწირა ებრაელი ადამიანის გადასარჩენად.

 

ჰოლოკოსტი არის მუდმივი შეხსენება კაცობრიობისათვის, რომ შუწყნარებლობის მცირე ტალღამაც კი შეიძლება ისეთი ზვირთი ააგოროს, რომ ადამიანთა მოდგმა განადგურების პირას მიიყვანოს. ჰოლოკოსტი მარადიული შეეხსენებაა თითოეული ჩვენგანისთვის, რომ აქტიურად შევეწინააღმდეგოთ რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალურ და ნებისმიერი სხვა ტიპის ჯგუფისდმი შეუწყნარებლობას.

 

ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ განცხადებას წმინდა გრიგოლ ფერაძის სიტყვებით დავასრულებ: „მოქალაქეობა მოითხოვს სხვისი აზრის გაგონებას და ადამიანში ადამიანის ძებნასა და დაფასებას. მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება. საკუთარი თავის დაწვა სხვისთვის გასანათლებლად.“  

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group