GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

პრემიერ მინისტრმა და სომეხთა კათოლიკოსმა ე.წ. სადავო ტაძრების საკითხზე ისაუბრეს

სომხეთში ვიზიტისას პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს,  გარეგინ მეორეს შეხვდა. შეხვედრისას კათოლიკოსმა სომხური ისტრიული სიწმინდეების შენარჩუნებისა და მათი სომხურ სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაში გადაცემის საკითხი დააყენა.

 

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტაძრების კუთვნილების საკითხზე მომუშავე კომისია, საკითხის საბოლოოდ შესწავლისათვის, მუშაობას გაააქტიურებს. მანამდე კი, პრემიერის ინიციატივით, ეკლესიების რესტავრაციის საქმეში მისი საქველმოქმედო ფონდი ჩაერთვება. მისი თქმით, ამ ფონდს უკვე დაწყებული აქვს 2 სომხური ეკლესიის რესტავრირების პროცესი.

 

სომხური სამოციქულო ეკლესია წლების განმავლობაში ითხოვს, საქართველოს ტერიტორიაზე ექვსი  ე.წ. სადავო ტაძრის გადაცემას. ეს საკითხი წლების მანძილზე მეორდება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში.

 

2012 წელს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ, ამავე პრობლემაზე, რეკომენდაციით მიმართა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და მოუწოდა, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს ე.წ. სადავო ტაძრების და საბჭოთა პერიოდში კომუნისტური ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების სათანადო მოვლა–პატრონობისა და მათი ისტორიული მემკვიდრისათვის დაბრუნების კონკრეტული სამოქმედო გეგმა. 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group