GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველისა და რელიგიათა საბჭოს შეხვედრა

2012 წლის 27 დეკემბერს, სასტუმრო „ვერე პალასში“ საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს გაცნობითი ხასაითის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ რელიგიის თავისუფლება დემოკრატიული ქვეყნის შენების ქვაკუთხელია და რომ ის ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში რელიგიის თავისუფელბის პრინციპებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად. - „მე ვიცნობ რეკომენდაციათა იმ ნუსხას, რომელიც რელიგიათა საბჭომ სახელმწიფო უწყებებისადმი შეიმუშავა, მნიშვნელოვანია, რომ ეს რეკომენდაციები რეკომენდაციებად არ დარჩეს და სახელმწიფომ მასზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს, ამიტომ საბჭოს მუშაობა უფრო უნდა გავააქტიუროთ და სახელმიფო უწყებებთან თანამშრომლობის ეფექტურ მექანიზმებზე ვიფიქროთ“ - აღნიშნა მან. რელიგიათა საბჭოს წევრების გაზიარებული პოზიცია იყო, რომ მათთვის სახალხო დამცველის ქოლგის ქვეშ ფუნქციონირება ყველაზე მეტად მისაღები ფორმატია და რომ ისინი მზად არიან ამ ფორმატით გააგრძელონ, უფრო გააქტიურონ და გააღრმავონ თანამშრომლობა როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group