GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

იუსტიციის მინისტრმა და ქალაქის მერმა შობა კათოლიკეებსა და ორმოცდაათიანელებს მიულოცეს

2012 წლის 25 დეკემბერს ადგილობრივი მრევლისთვის შობის დღესასწაულის მისალოცად ჯერ ყოვ­ლად­წმინ­და მა­რი­ა­მის ზე­ცად ამაღ­ლე­ბის კა­თო­ლი­კურ ეკლესიას, შემდეგ კი სახარებისეული რწმენის პროტესტანტულ ეკლესიას (ორმოცდაათიანელთა) იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის მერი გიგი უგულავა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი სტუმრობდნენ.

 

ორივე ეკლესიის მრევლისადმი მისალოც სიტყვაში, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მათი ხელისუფლების პირობებში რელიგიური თავისუფლება იქნება ხელშეუხებელი, რომ ისინი არავის მისცემენ უფლებას, რელიგიის  იარაღად გამოყენებისა. „ჩვენ ვართ ისეთი რელიგიური თავისუფლების მომხრე, რომლის პირობებში ყველა რელიგიას აქვს თავისუფალი აღმსარებლობის ნება, სახელმწიფოს აქვს თავისი პოზიტიური ვალდებულებები,  და სხვა მხრივ სახელმწიფო არ ერევა აღსარების თავისუფლებაში“.

 

კათოლიკე და პროტესტანტ მრევლს შობა მიულოცა გიგი უგულავამაც – "ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი საგანძურია. ჩვენი რელიგიური თავისუფლება არის ის ქვაკუთხედი, რომელსაც ეფუძნებოდა, ეფუძნება და მომავალშიც დაეფუძნება ჩვენი სახელმწიფო. ვისურვებ რომ პოლიტიკოსებსა და  უფლებადამცველებს  ამ თემაზე საუბრის საჭიროება აღარ გვქონოდეს, მაშინ მართლაც ჭეშმარიტ მშვიდობას მივაღწევთ."

 

ყოვ­ლად­წმინ­და მა­რი­ა­მის ზე­ცად ამაღ­ლე­ბის კა­თო­ლი­კურ ეკლესიაში წირვას დაესწრო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც. 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 21 სექტემბერი

როშ ჰაშანა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group