GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა

2012 წლის 15 ნოემბერს სასტუმრო რედოსონ ბლუში, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ტოლერანტობის საერთაშიროსო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიებაზე, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ბექა მინდიაშვილმა წარმოადგინა მოხსენება 2012 წლის მანძილზე საქართველოში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

 

იმავე დღეს გაიმართა მედიაკონკურსში ”ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” გამარჯვებული ჟურნალისტების გამოვლენა და დაჯილდოება. 2012 წელს კონკურსის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა  ლელა დუმბაძემ, სტატიისათვის „რატომ იცვლიან ადამიანები რწმენას“ (გაზეთი ბათუმელები), მეორე ადგილი მოიპოვა ჟურნალისტმა ლევან სუთიძემ,  სტატიისათვის „ნეტარ არიან მოწყალენი“ (ჟურნალი ტაბულა), ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა სალომე აჩბამ სტატიისათვის ”აკრძალვის მიუხედავად სკოლებში სამლოცველოები ისევ არსებობს”, (ვებ-გვერდი: religiebi.info). წელს, წინა წლის კონკურსებისაგან განსახვავებით, ჟიურიმ განსაკუთრებული პრიზით დააჯილდოვა თეოლოგი დავით თინიკაშვილი, ჟურნალ ლიბერალის ბლოგზე გამოქვეყნებული სტატიების ციკლისათვის, რომელიც საქართველოში მოქმედი სხვადახვა რელიგიური უმცირესობების სოციალურ საქმიანობას ასახავს.

 

ტრადიციულად რელიგიათა და ეთნიკურმა საბჭოებმა გამოავლინეს წლის  „ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტულის მფლობელი ის ორგანიზაციები, მედია და პიროვნებები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ქვეყანაში მრავალფეროვნების კულტურის განვითარებას. ეთნიკურმა საბჭომ ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმის დირექტორი მარინე ჩიხლაძე და გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი; რელიგიათა საბჭომ  წლის „ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტული საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას მიანიჭა; მედია ორგანიზაციებიდან რელიგიათა და ეთნიკური საბჭოს ერთობლივი რჩეული კი რადიო თავისუფლება გახდა.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

უკრაინა, 24 აგვისტო

დამოუკიდებლობის დღე

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group