GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიური გაერთიანებების უფლებები საქართველოში

რელიგიური გაერთიანებების უფლებები საქართველოში, ამ თემას ეძღვნებოდა 2012 წლის 29-31 ოქტომბერს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ გამართული ტრენინგები, რომელშიც სახალხი დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ.

 

საბჭოს წევრებთან ერთად, ექსპერტებმა გიორგი მშვენიერაძემ და ვახუშტი მენაბდემ განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: რელიგიის თავისუფლება და ზოგადი განათლება, რელიგიის თავისუფლება და შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობა, რწმენის თავისუფლება და სამხედრო ვალდებულება, შეკრებების და გამოხატვის თავისუფლება, რელიგიის თავისუფლებაში არამართლზომიერი ჩარევა და პასუხისმგებლობა, რელიგიური გაერთიანებებისათვის უფლებადაცვის მექანიზმები.

 

რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ საგადასახადო კანონმდებლობაზე საბჭოს წევრებს ესაუბრა საგადასახადო სამართლის ექსპერტი, იურისტი ზვიად როგავა, ხოლო რელიგიური შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის სათანადო უფლების მოპოვებისა და დოკუმენტაციის მომზადების წესების შესახებ საბჭოს წევრებს კონსულტაციები გაუწიეს თბილისის მერიის სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების უფროსმა ქეთი მანგოშვილმა და მერიის ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა გელა ტალახაძემ.

 

ტრენინგს ორგანიზებას უწევდა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group