GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საბჭოების მიმართვა სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრები მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას   სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით.

 

სახალო დამცველი  ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო თანამდებობაა, რომლის მიზანს ადამიანის ყველა უფლების დაცვა და პატივისცემა, ადამიანის უფლებების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების  ამაღლება და ქვეყანაში კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის განმტიკიცება წარმოადგენს.

 

მართალია, ჩვენ არაკორექტულად მიგვაჩნია გამოვთქვათ  ჩვენი  მხარდაჭერა რომელიმე კონკრეტული კანდიდატისადმი, მაგრამ გამოვხატავთ ჩვენს მოსაზრებას იმ კრიტერიუმების მიმართ, რასაც უნდა აკმაყოფილებს მომავალი სახალხო დამცველი.

 

სახალხო დამცველი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტია და ამ  თანამდებობაზე  პოლიტიკურად, ეთნიკურად, რელიგიურად და  ნებისმიერი სხვა ნიშნით მიუკერძოებელი ფიგურა უნდა შეირჩეს. ამავდროულად, მისი ღირებულებები და საქმიანობის ვექტორი მიმართული  უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტების განუხრელი დაცვისკენ.

 

დაუშვებელია, სახალხო დამცველი ადამიანებს უფლებათა დაცვის თვალსაზრისით რაიმე ნიშნის მიხედვით ყოფდეს და უპირატესობას ანიჭებდეს რომელიმე მათგანს. ტოლერანტობის კულტურის მხარდაჭერა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა კვლავაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა დარჩეს სახალხო დამცველის საქმიანობაში.

 

ჩვენ ერთობლივად ვაცხადებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ  და მხოლოდ ტოლერანტული მრწამსისა და ღირებულებების მატარებელი და, ადამიანის უფლების დაცვის მხრივ, შესაბამისი კომპეტენციის მქონე კანდიდატურა შეიძლება შეარჩიოს სახალხო დამცველად.

 

ასევე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია  განვაცხადოთ, რომ რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები, რომლებშიც  გაერთიანებულია საქართველოში მოქმედი კონფესიებისა და ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციათა დიდი უმრავლესობა,  აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობდა წინამორბედ სახალხო დამცველებთან, სოზარ სუბართან და გიორგი ტუღუშთან.

 

 თანამშრომლობის ეს ფორმატი  საუკეთესო მაგალითი იყო რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის ურთიერთობისა. გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ თანამშრომლობისა  და სახალხო დამცველის თამამი პოზიციების შედეგად, საქართველოში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ტოლერანტობის კულტურის განვითარების თვალსაზრისით ბევრი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა.

 

ვიმედოვნებთ, რომ  სახალხო დამცველად  არჩეული იქნება ადამიანი, რომლისთვისაც კანონის უზენაესობა უმთავრესი სამოქმედო პრინციპია. არჩეული იქნება ისეთი კანდიდატურა, რომელიც უშიშრად  დაიცავს რელიგიური, ეთნიკური და სხვა უმცირესობების უფლებებს;  გაიზიარებს და კიდევ უფრო მეტად განავითებს მისი წინამორბედების გამოცდილებას - აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიათა და ეროვნულ უმცირესოებათა საბჭოებთან, რათა თავიდან იქნას არიდებული ყოველგვარი დისკრიმინაცია და  განსხავებული მოპყრობა.

 

რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები მოუწოდებენ  საქართველოს პარლამენტს, სახალხო დამცველის არჩევისას გაითვალისწინოს აღნიშნული პოზიცია და, ამასთან ერთად, ითანამშრომლოს საქართველოში არსებულ ყველა რელიგიურ გაერთიანებასთან და ეთნიკურ უმცირესობასთან.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group