GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

„მედია და უმცირესობები“ – მრგვალი მაგიდა მარნეულში

2012 წლის 6 აპრილს, ქალაქ მარნეულში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე – „ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე ქვემო ქართლში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის ინფორმაციის მიწოდების სისტემა და ეროვნული უმცირესობების გაშუქება ქართულ მედიაში“.

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) მხარდაჭერით.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე, ტატა ხუნწარია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, თამარ კინწურაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, დავით კირკიტაძე, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი, ნათია ნაცვლიშვილი, პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე, ლევან გახელაძე.

შეხვედრაზე „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენელმა, ზვიად დევდარიანმა წარმოადგინა ქვემო–ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში მედიის ხელმისაწვდომობის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ქვემო ქართლის არაქართულენოვანი მოსახლეობის დაახლოებით 80% არ კითხულობს გაზეთებს, გამოკითხულთა დაახლოებით 1/3 არ უყურებს რეგიონულ ტელე–მაუწყებლობებს, რადიოს ისმენს დაახლოებით 13%, ხოლო ინტერნეტზე ხელი მიუწვდება მოსახლეობის დაახლოებით 17%–ს. გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი ინფორმაციას იღებს რუსული და აზერბაიჯანული მედია–საშუალებებიდან.

ამ პრეზენტაციის ფონზე ადგილობრივმა მედიის წარმომადგენლებმა – გაზეთის რედაქტორებმა და ადგილობრივი ტელევიზიის წარმომოადგენლებმა – ისაუბრეს რეგიონში მედიის წინაშე არსებულ პრობლემებზე. მთავარ გამოწვევებად დასახელდა კადრების კვალიფიკაციის და დაფინანსების წყაროების სიმწირე, დისტრიბუციის პრობლემები.

შეხვედრაზე „მარნეულის ტელევიზიისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ „პირველი არხი“ „მარნეული ტელევიზიას“ უსასყიდლოდ მიაწვდის რამდენიმე ლიცენზირებულ გადაცემას, მათ შორის თოქ–შოუს „ჩვენი ეზო“, რომელიც აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნება და მარნეულის ტელევიზიითაც გადაიცემა პრაიმ–თაიმში.

სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებმა, აგიტ მირზოევმა და მიხეილ აიდინოვმა ურჩიეს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს, ეფექტური მუშაობისათვის შექმნან საკოორდინაციო საბჭო, სადაც ერთობლივად გადაწყვეტენ მათ წინაშე მდგარ პრობლემებს, ერთობლივად დაგეგმავენ ტრენინგებს მენეჯმენტისა და მარკეტინგის  მიმართულებით, ერთობლივად იმსჯელებენ დისტრიბუციის საკითხისა და სხვა პრობლემების გადაჭრის გზებზე..

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group