GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ქართულ–ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი

5 აპრილს, 17 საათზე,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში 2012 წლის გაომართა ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონების პრეზენტაციას. პრეზენტაცია ორგანიზებული იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური მოზაიკის” მიერ.

ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები მოიცავს 25 000-ზე მეტ სიტყვას თითოეულ ენაზე. ლექსიკონებს ერთვის   ოსური ენის გრამატიკული ნარკვევი (აკადემიკოსი ვასილ აბაევი) და ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა (აკადემიკოსი ავთანდილ არაბული). წიგნს დართული აქვს გამოყენების წესები ოსურ და ქართულ ენებზე, ოსური და ქართული ანბანი ტრანსკრიპციით, ასევე - შემოკლებები, განმარტებები და სხვ..

ქართულ-ოსური ლექსიკონი ერთადერთხელ გამოიცა გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში. ეს გამოცემა დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ახალი გამოცემა, შევსებული და გადამუშავებული ქართულ-ოსური ლექსიკონია, რომელიც თანამედროვე ლექსიკონის აგების პრინციპების ითვალისწინებს და ახალი და უახლესი ტერმინოლოგიით არის შედგენილი.

რაც შეეხება ოსურ–ქართულ ლექსიკონს, მიუხედავად იმისა, რომ ოსური ენისადმი ინტერესი ყოველთვის არსებობდა, დღემდე ოსურ-ქართული ლექსიკონი არასოდეს გამოცემულა. ეს არის ასეთი ლექსიკონის გამოცემის პირველი მცდელობა. Lწიგნი გამოიცა ქართველი და ოსი ენათმეცნიერების, ლექსიკოლოგებისა და ლინგვისტების ერთობლივი შრომის შედეგად. ლექსიკონებზე მუშაობდნენ  ქართველი და ოსი მეცნიერები თბილისიდან, ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდან.

ლექსიკონი 2011 წელს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამა “კობერმის“ მხარდაჭერით დაფინანსდა.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group