ქურთული კულტურის დღეები

2012 წლის 17–25 მარტს საქართველოში ქურთული კულტურის დღეები გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო სათემო ცენტრი "საქართველოს ეზიდთა სახლი". კულტურული დღეების საქართველოს ეროვნულ მიზეუმში გაიხსნა. გამოფენა მიეძღვნა ეზიდტა დღესასწაულ "კლოჩა სარე სალეს". მუზეუმში გამოფენილი იყო ეზიდების მატერიალური კულტურისა და ყოფის მე–19 საუკუნის ნიმუშებბი, რომლებიც საუკუნეზე მეტი ინახებოდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დახურულ ფონდში.
ხელოვნების მუზეუმში, 17 მარტს ქურთ ხალხს დღესასწაული მიულოცა საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა. ქურთ ხალხს დღესასწაული ასევე მიულოცეს თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, თამარ კინწურაშვილმა, ერაყის რესპუბლიკის ელჩმა, ტაიბ მუჰამედმა და სხვა საპატიო სტუმრებმა.
21–22მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა „ქართულ - ქურთული მეგობრობის ფესტივალი“. ღონისძიება ჩატარდა საგამომცემლო სახლი „ბადრხანის“ (ერაყის ქურთისტანი) ინიციატივით. ფესტივალის პროგრამაში შედიოდა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, სემინარი, დისკუსიები, თეატრალურიწარმოდგენები, მუსიკალური ნომრები და მრავალი სხვა. ფესტივალზე გაიმართა ერაყის ქურთისტანიდან ჩამოსული მხატვრების – დარა მოჰამედ ალის, ისმაილ ხაიატის და ნამიქ ალი ქადირის ნამუშევრების გამოფენა.