GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეკუმენური ლოცვა ქრისტიანთა ერთობისათვის

2012 წლის 20 იანვარს, თბილისის მარიამის ზეცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში ქრისტიანთა ერთობისადმი მიძღვნილი ეკუმენური ლოცვა გაიმართა. ყველა ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვას აღავლენდნენ კათოლიკე, სომხური სამოციქულო, ევანგელურ–ლუთერული და ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიების ეპისკოპოსები, სასულიერო პირები და მრევლის წევრები. საქართველოში ჩატარებული ეკუმენური მსახურება მსოფლიოს ეკუმენური მოძრაობის ნაწილია.

ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში  თანალოცვის ეს ტრადიცია, რომელიც უკვე 15 წელია გრძელდება,  ერთ–ერთი საუკეთესო ნიმუშია ეკლესიათა ეკუმენური ერთიანობისა და თანამშრომლობისა . მისი თქმით, „ჩვენ, ნამდვილად გვაქვს ამ ერთიანობით სიამაყის საფუძველი“.

ეკუმენური ლოცვის ისტორია

ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის კვირეული, რომელიც მთელ მსოფლიოში 18–25 იანვარს აღინიშნება, ხანგრძლივი გზის ნაყოფია. ქრისტიანული კონფესიები ყოველთვის ლოცულობდნენ ერთიანობისათვის, მაგრამ ცალ–ცალკე. ერთად ლოცვის პირველი ინიციატივა 1800 წელს ანგლიკანთა და პროტესტანტთა შორის დაიბადა, მაგრამ მაშინ იგი არ იქნა ფართოდ გაზიარებული.

ოფიციალურად ამ  წამოწყებას 1910 წელს  ედინბურგის ეკუმენურ კონფერენციაზე ჩაეყარა საფუძველი, სადაც მთელი მსოფლიოს ქრისტიანები ცდილობდნენ გაერკვიათ, როგორ მიეღწიათ ერთიანობისთვის ისე, რომ შეენარჩუნებინათ საკუთარი თვითმყოფადობა.

ერთობლივი ლოცვისთვის თემას ყოველწლიურად მსოფლიოს ერთ–ერთი ქვეყანა ირჩევს. წელს ლოცვის თემად პოლონეთის ქრისტიანულმა ეკლესიებმა (კათოლიკე, პროტესტანტული და მართლმადიდებლური)  „იესო ქრისტეში ყველანი გარდავიქმნებით...“ (კორინთ. I.15;51–58) გამოაცხადეს. მსახურების ტექსტი ყველა ეკლესიაში, მათ შორის საქართველოშიც, გაიგზავნა.

 „ საქართველოში ერთობლივი ლოცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ეკლესიებს შორის არსებობს კულტურული და საქველმოქმედო თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, მაგრამ თანალოცვა იშვიათად ხდება. არადა, ეკლესია მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ხომ არ არის – ლოცვა მისი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. ერთად ლოცვისას საუკეთესოდ ჩანს კავშირი, როგორც ღმერთსა და  ადამიანს, ასევე ადამიანებს შორისაც. გულწრფელი თავმდაბალი ლოცვის დროს, რომელსაც თან ახლავს მონანიება და ვედრება, ბევრ რამეს სხვა თვალით უყურებ – განხეთქილება და ერთმანეთის განსჯა თითქოს ქარწლდება და ჩვენ ქრისტეს მეშვეობით უკეთესობისაკენ გარდავიქმნებით“ –ამბობს კათოლიკე მღვდელი გაბრიელე ბრაგანტინი.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group