GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსრეკომენდაციები


საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი ეკლესიები და რელიგიური გაერთიანებები ამოვდივართ რა ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობის, რელიგიის თავისუფლების დაცვის საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან, აუცილებლად მიგვაჩნია რა იმ ფუნდამენტური პრინციპის დაცვა, რომელიც სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნას აცხადებს და იცავს რელიგიის თავისუფლებასა და კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას;

 

ვეყრდნობით რა საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებებს და საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ რელიგიის თავისუფლებისა და არადისკრიმინაციული მოპყრობის ნორმებს, სახელმწიფო უწყებებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაორგანიზაციებს ვთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოში ტოლერანტული, თანასწორუფლებიანი გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის გამყარებისკენ არის მიმართული.

 

ამავდროულად, რელიგიათა საბჭოს წევრი ეკლესიები და რელიგიური გაერთიანებები მივესალმებით სახელმწიფოს მიერ წლების განმავლობაში გადადგმულ პროგრესულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოში ლიბერალურ–დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და საზოგადოების ცნობიერების პლურალიზაციას ემსახურებიან.

 

ჩვენი საერთო სურვილია, რეკომენდაციების შეთავაზება იყოს კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც საბჭოს წევრი ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების ამ კურსისადმი ნდობასა და ამავდროულად, თანამშრომლობის მტკიცე ნებას გამოხატავს.

 

აქვე, მიზანშეწონილად მივიჩნევთ აღვნიშნოთ, რომ ვიზიარებთ რა საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის პრინციპებს და დაუშვებლად მივიჩნევთ მედიის შინაარსობრივ საქმიანობაში ნებისმიერი სახის ჩარევას, მედიისადმი მიმართული წინამდებარე რეკომენდაციების ნუსხას განვიხილავთ როგორც პარტნიორულ შეთავაზებებს მედიის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

 

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო 2005 წლის 20 ივლისს დაფუძნდა. ეს არის საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების ფორუმი, რომლის მიზანია საქართველოში რელიგიურ გაერთიანებებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათ შორის დიალოგისთვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, თანასწორუფლებიანობის დაცვა, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტული გარემოს განვითარების მხარდაჭერა, სოციალურ-ჰუმანიტარული საქმიანობის ერთობლივად და კოორდინირებულად წარმართვა.

 

სრული ტექსტი

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group